GE|EN

ისტორია

შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (ბუსსს ანრი) ემსახურება საზღვაო განათლებას და მეზღვაურთა წვრთნას 20 წელიწადზე მეტი.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი ეფუძნება რა პროფესიული  განათლების, ასევე მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს, ისწრაფვის  საზღვაო დარგებში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით საზოგადოების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული თანამედროვე ცოდნის გავრცელებისაკენ.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი მიზნად ისახავს, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ქალაქის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში.

ამ მიზნით იგი საზღვაო-სავაჭრო ფლოტისა და   საზღვაო ტრანსპორტის ინდუსტრიის სფეროში უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ, მაღალი ხარისხის პროფესიულ განათლებას, რომელიც  განხორციელდება სწავლებით, პროფესიულ სტუდენტთა ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი კულტურული, ინტელექტუალური და პიროვნული განვითარებისათვის ჰარმონიული გარემოს შექმნით და ავითარებს საკუთარ პოტენციალს. ამით სასწავლებელი ხელს უწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მის წარმატებულ საერთაშორისო ინტეგრაციას.შპს ბუსსს ანრი მოქმედებს წესდების საფუძველზე,  ჩამოყალიბების დღიდან ახორციელებს  საზღვაო  სპეციალისტების  თეორიულ, პრაქტიკულ და ტრენაჟორულ (საწვრთნელ) მომზადება/გადამზადებას საერთაშორისო კონვენცია STCW ცვლილებებით, საქართველოს კანონი მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტაზე დგომის შესახებ და სხვა საერთაშორისო და ეროვნული საზღვაო კანონმდებლობების მოთხოვნების შესაბამისად.

ბუსსს ანრი არის ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლებას შემდეგი სპეციალობებით:

  • საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია; სწავლის ხანგრძლივობა 15 თვე
  • გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია; სწავლის ხანგრძლივობა 14 თვე

ბუსსს ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრი აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრში მოქმედი და დამწყები მეზღვაურები წვრთნას გადიან “მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ” საქართველოს კანონის და  „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“, ცვლილებებით (STCW Convention with amendments) საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად. საწვრთნელი კურსების პროგრამები შემუშავებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოდელ კურსების (IMO Model Courses) შესაბამისად, რომელბიც ასევე აღიარებულია აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

სასწავლებელი  სერტიფიცირებულია საერთაშორისო ხარისხის სისტემის ISO 9001:2015 შესაბამისად. ასევე გაავაჩნია IQNet-ის სერტიფიკატი.

ბუსსს ანრი არის ისეთი ორგანიზაცეიების წევრი, როგორიცაა: საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია, აარის ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და გადამზიდავტა ასოციაცია; საერთაშორისო ასოციაციაციები: IASST–ის (უშიშროებისა და გადარჩენის წვრთნების (მომზადების) საერთასორისო ასოციაცია) და Global MET–ის (გლობალური საზღვაო განათლება და მომზადება) BSAMI-ს (შავი ზღვისპირეთის საზღვაო სასწავლებლების ასოციაცია) და სხვა.

ლექციებს და კურსებს კითხულობს გამოცდილი საზღვაო სპეციალისტები, კვალიფიცირებული პროფესიული მასწავლებლები და ინსტრუქტორები.

ბუსსს ანრის მატერიალურ ტექნიკური ბაზა შეესაბამება საგანმანათლებლო და საწვრთნელ ნაციონალურ და საერტაშორისო სტანდარტებს: სასწავლებელს გააჩნია საკუთრაი 6 სართულიანი შენობა, რომლის ფართობია 3200 კვადრატული მეტრი, სადაც განლაგებულია საკლასო ოთახები/აუდიტორიები, ლაბორატორიები, ტრენაჟორები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა და პროფესიულ სტუდენტთა და მსმენელთა დასავენებელი სივრცე, საერთო საცხოვრებელი. პრატქიკული მეცადინეობებისა და წვრთნებისთვის სასწავლებელს გააჩნია საკუთრებაში სასწავლო-საწვრთნელი გემი “კაპიტანი ო.ჩახვაძე”, კურსების შესაბამისი სიმულატორები, მათ შორის:, სწრაფმავალი და სამაშვლეო კატარღები, მოტონავი, სამაშველო ტივი,  კაპიტნის ხიდურის სიმულატორი, ხმელეთზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო სიმულატორი, რადილოკაციური და ავტომატური რადიოლოკაციური სიმულატორი, რეალური სამანქანო განყოფილება, ლაბორატორიები და საამქროები, რეალური გემის მოდელი, საცურაო აუზი, უცხო ენების შემსწავლელი კლასი, კომპიუტერული კლასები და სხვა.

სასწავლებელში არის კეთილმოწყობილი საერთო საცხოვრებელი საქართველოს სხვა რეგიონებიდან თუ საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის, სტუმრებისთვის.

ბუსსს ანრი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან, რათ უზრუნველყოს წარჩინებული სტუდენტები საცურაო პრაქტიკით და ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულებს დასაქმებაში.

ბუსსს ანრის მიზანია მაღალკვალიფიცირებული მეზღვაურების გამოშვება.