GE|EN

ტრენინგი

მიმდინარე წლის 27 მაისს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი  ანრის საკონფერენციო დარბაზში სასწავლებლის პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი  EBSCO ელექტრონული ბაზის EBSCO EP Package ELITE-ის გამოყენების შესახებ.

ტრენინგი Google Meet-ის მეშვეობით ჩაატარა EBSCO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, კომპანია Innovative System Management-ის პროექტების მენეჯერმა ქალბატონმა მაია მეტრეველმა.

  

ტრენინგი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს,მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში,რაც ძირითადად შეეხებოდა EBSCO-ს სხვადასხვა პანელების გამოყენებას. EBSCO წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო მონაცემების უდიდეს კოლექციას,მოიცავს 131000 სამეცნიეწრო გამოცემას,4600 ჟურნალს სტატიების სრული ვერსიებით,8500 ჟურნალს ინდექსირებული სტატიებითა და აბსტრაქტებით,საზღვაო ჟურნალებს და გამოცემებს. EBSCO-ს გამოყენება შეიძლება როგორც სასწავლებლის ვებ-გვერდიდან,ასევე სასწავლებლის გარედან.