ა/წ 17 ოქტომბერს პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლებლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კინოჩვენება.
ღონისძიების ფარგლებში იქნა ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი – ,,პლასტმასის ოკეანე“ (A plastic ocean).
ფილმში გადმოცემულია ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უმწვავესი გარემოსდაცვითი პრობლემა — პლასტმასით დაბინძურება. „A Plastic Ocean“ გვაჩვენებს როგორ აღწევს პლასტმასი ოკეანეების სიღრმეებში და როგორ ანგრევს ზღვის ეკოსისტემას .
ეს დოკუმენტური ფილმი გვაფიქრებს საერთო პასუხისმგებლობაზე: გარემოს დაცვა იწყება ყოველდღიური არჩევანით — ერთი გადაგდებული ბოთლის, ერთჯერადი პარკის ან გონივრულად მიღებული გადაწყვეტილებით. მცირე ცვლილებებიც კი შეიძლება იქცეს გლობალური ცვლილების დასაწყისად.