„საქართველო საზღვაო ქვეყანაა“ — კინორეჟისორ პაატა ტაბაღუას საჯარო ლექცია პროფესიულ სტუდენტებთან.
ბუსსს ანრიმ უმასპინძლა კინორეჟისორს პაატა ტაბაღუას, რომელმაც პროფესიულ სტუდენტებთან გამართა ინტერაქტიული საჯარო ლექცია თემაზე — როგორ იკვეთება ზღვა, როგორც რეალობა და როგორც მითი, კინოში.
შეხვედრის მთავარი მესიჯი ერთ ფრაზაში გამოიკვეთა — „საქართველო საზღვაო ქვეყანაა“.
ხაზი გაესვა იმას, რომ ჩვენი ისტორია, ეკონომიკა და კულტურა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ზღვასთან, ხოლო ამის გაცნობიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობებისთვის — მათთვის, ვისი პროფესიული გზა ზღვას უკავშირდება.
ლექციაზე პროფესიულმა სტუდენტებმა მოისმინეს საინტერესო ისტორიები საერთაშორისო და ქართული კინოდან, სადაც ზღვა მოქმედების, სიმბოლოსა და დრამატურგიის მთავარ ელემენტად გვევლინება. ასევე განხილული იყო დოკუმენტური და მხატვრული ნამუშევრები, რომლებშიც მეზღვაური არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ადამიანური ტრაგიზმისა და ძალის სიმბოლოდ გვევლინება.
ლექცია ასევე წარმოადგენდა ინტერდისციპლინური ხედვის კარგ მაგალითს — ტექნიკური და ჰუმანიტარული სფეროების გადაკვეთა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პროფესიული განათლების ხარისხსა და კულტურულ ცნობიერებას.
მსგავსი ლექციები მნიშვნელოვნად ამდიდრებს სასწავლო პროცესს და აძლევს სტუდენტებს ახალ პერსპექტივას საკუთარი პროფესიისა და იდენტობის მიმართ.