GE|EN

შეხვედრა სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის განმახორციელებელ პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

პრაქტიკული მომზადება და წვრთნა მეზღვაურის პროფესიის დაუფლებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ა/წ 15 ივლისს, ბუსსს ანრის კუთვნილ გემზე "კაპიტანი ო. ჩახვაძე", გაიმართა პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი — დავით ჩხაიძის შეხვედრა სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის განმახორციელებელ პროფესიული განათლების მასწავლებლებთან.
შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფესიული სტუდენტების სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვას.
ყურადღება გამახვილდა პრაქტიკის ორგანიზების, პროცედურების, ეკიპაჟთან კოორდინაციისა და პროფესიული სტუდენტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებებზე.
დეპარტამენტის მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ პრაქტიკა წარმოადგენს პროფესიული მომზადების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს და საჭიროა, პროფესიულ სტუდენტებს შეექმნათ ეფექტური საგანმანათლებლო გარემო, სადაც შეძლებენ რეალურ სამუშაო გარემოში პრაქტიკული გამოცდილების მიღებას,რაც პროფესიულ სტუდენტთა პროფესიულ განვითარებაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.