GE|EN

საინფორმაციო შეხვედრა საგანგებო სიტუაციების მართვის, შრომის უსაფრთხოების კანონებისა და უფლებების შესახებ

ა/წ 14 ივლისს ბუსსს ანრის პროფესიული სტუდენტებისათვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა რომელიც ეხებოდა საგანგებო სიტუაციების მართვას, შრომის უსაფრთხოების კანონებსა და უფლებებს.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პროფესიული სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ისეთი საკითხებში როგორიცაა: შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და საგანგებო სიტუაციებში სწორი ქცევის მექანიზმები.
შეხვედრა ჩაატარა ვახტის და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა - მინდია თავართქილაძემ, რომელმაც სტუდენტებს გაუზიარა პრაქტიკული მაგალითები და განმარტა ის ძირითადი წესები, რომლებიც განსაზღვრავს შრომით უსაფრთხოებას, როგორც ორგანიზაციულ, ისე ინდივიდუალურ დონეზე.
შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.