შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი“ დაარსდა 2000 წლის ივნისში, 2005 წლის აგვისტოში , სასწავლებელმა შეიცვალა სახელწოდება და დაფუძნდა, როგროც შპს „საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრი“, ხოლო 2014 წლის 01 ივლისიდან მას ეწოდება შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (შპს ბუსსს ანრი).
ბუსსს ანრი ახორციელებს პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამებს, ასევე აწარმოებს მეზღვაურების მომზადება/გადამზადება, სერტიფიცირებას. შპს ბუსსს ანრი სერტიფიცირებულია საერთაშორისო ხარისხის სისტემის ISO 9001:2015 შესაბამისად.
2018 წლის სექტემბრიდან სასწავლებელი ახორციელებს III დონის პროფესიულ მოდულურ პროგრამებს სპეციალობებით:
სწავლება ორგანიზებულია უახლესი ტრენაჟერული და კომპიუტერული ტექნიკის ბაზაზე დაფუძნებული კომბინირებული მეთოდების გამოყენებაზე. ძირითადი აქცენტი გადატანილია სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებაზე.
სწავლის პერიოდში პროფესიული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია:
საგანმანათლელო პროგარამებზე დარეგისტრირებისას წარმოდგენილ უნდა იყოს შემდეგი საბუთები:
1. საშუალო სკოლის ატესტატი
2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი
3. ჯამრთელობის ცნობა ფორმა № 100/ა ზღვაში ვარგისიანობის შესახებ (უნდა გაკეთდეს მეზღვაურთა საავადმყოფოში)
4. ცნობა ფსიქოლოგიური დისპანსერიდან
5. ცნობა ნარკოლოგიური დისპანსერიდან
6. ფოტო სურათი 6 ცალი 3/4
7. სამხედრო აღრიცხვის მოწმობა კომისარიატიდან