GE|EN

საორიენტაციო-საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დასრულდა

ბუსსს ანრიში დასრულდა პროფესიულ სტუდენტთა ადაპტაციის მიზნით ჩატარებული საორიენტაციო-საინფორმაციო შეხვედრების ციკლი.
პროფესიული სტუდენტები გაეცნენ კოლეჯის პერსონალს, ბუსსს ანრის ინფრასქტრუქტურას/მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ასევე ეთიკის ნორმებს, მისიას, ხედვას, ღირებულებებს, შინაგანაწესს და კოლეჯში დადგენილ სხვა შიდა წესებს.
პროფესიულ სტუდენტებს ასევე უსაფრთხოების ყველა საჭირო ნორმების დაცვით ჩაუტარდათ ხანძარსაწინააღმდეგო წვრთნა და ინსტრუქტაჟები.
შეხვედრას უძღვებოდა პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერი.