მთავარი

 

   ბათუმის შპს „საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრი“ აცხადებს მიღებას 2012-2013 სასწავლო წლისათვის:

1.1 უმაღლეს (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალობით:

  • საზღვაოსნო მეცნიერებები  (საზღვაო ნავიგაცია);
  •  საზღვაოსნო მეცნიერებები  (გემის მექანიკა);

1.2   ჩარიცხვა მოხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე;

  • წარჩინებულ  სტუდენტებს დაენიშნებათ სტიპენდია;
    • სწავლის საფასური —2200 ლარი;
    • სწავლის ხანგრძლივობა – 4 წელი.

 

2.1  IV საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი სპეციალობით:

  •    გემბანის მეზღვაური (მატროსი);
  • სამანქანე განყოფილების მეზღვაური (მოტორისტი);

2.2  ჩარიცხვა მოხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის         შედეგების საფუძველზე;

  • სწავლის საფასური —1500 ლარი;
  • სწავლის ხანგრძლივობა - 1 წელი.

   

 2.3   2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა ჩარიცხვის სერტიფიკატთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

2. ატესტატი (დედანი);

3. 6 ფოტოსურათი 3×4 ფორმატის და ელექტრონული ვერსია;

4. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი);

5. სამედიცინო ცნობა საზღვაო ფლოტის გემების მცურავ შემადგენლობაში ვარგისიანობის დასადგენად (ფორმა № 100ა), სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს საქართველოს საზღვაო სამედიცინო ცენტრში (ბათუმი, ტაბიძის ქ. № 2);

6. ცნობა ნარკოლოგიური და ფსიქო დისპანსერიდან, (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით);

7. სწავლის გადასახადი-ქვითარი. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი:  BAGAGE22; ანგარიშის ნომერი GE56BG0000000117479800.

 

3.1  III საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (როგორც სრული, ასევე არასრული საშუალო განათლების ბაზაზე) შემდეგი სპეციალობით:

  • გემბანის მეზღვაური (მატროსი);
  • სამანქანე განყოფილების მეზღვაური (მოტორისტი);

3.2  ჩარიცხვა მოხდება სასწალებელში გასაუბრების შედეგების საფუძველზე;

  • სწავლის საფასური —1000 ლარი;
  • სწავლის ხანგრძლივობა - 1 წელი.

 

3.3     სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1.  პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

2. ატესტატი (დედანი);

3. 6 ფოტოსურათი 3×4 ფორმატის და ელექტრონული ვერსია;

4. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი);

5. სამედიცინო ცნობა საზღვაო ფლოტის გემების მცურავ შემადგენლობაში ვარგისიანობის დასადგენად (ფორმა № 100ა), სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს საქართველოს საზღვაო სამედიცინო ცენტრში (ბათუმი, ტაბიძის ქ. № 2);

6. ცნობა ნარკოლოგიური და ფსიქო დისპანსერიდან, (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით);

 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სტუდენტთათვის სასწავლებელს გააჩნია სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.