GE|EN

„საზღვაო ბიზნეს ფორუმი“

ა/წ 27 ივლისს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“-ში გაიმართა „საზღვაო ბიზნეს ფორუმი“.
ფორუმს ესწრებოდნენ ბუსსს ანრის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩხაიძე და პიარ-მენეჯერი ანა მუშამბაძე.
ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოპულარიზაციას, საზღვაო სექტორში დასაქმების საერთაშორისო შრომის ბაზარზე საქართველოს როლის შეფასებას, საზღვაო შრომის ბაზრის გამოწვევებისა და მათი გადაწყვეტის გზების განხილვას.
ღონისძიების ნაწილი დაეთმო კონფერენციასა და პანელურ დისკუსიებს, რომელზეც ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა განიხილეს საზღვაო სექტორისთვის აქტუალურ თემები - "საზღვაო სექტორში განათლების და დასაქმების
გამოწვევები და პერსპექტივები," "ლურჯი (საზღვაო) ეკონომიკის გაციფრულების
გამოწვევები, ხარვეზები და შესაძლებლობები," "გარემოს დაცვითი საკითხები - დაბინძურების
წყაროები და ალტერნატიული რესურსები". ასევე გაიმართა B2B შეხვედრები - სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, გემთმფლობელებმა/მენეჯმენტის განმახორციელებელმა კომპანიებმა, ადგილობრივმა რეკრუტერებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
"საზღვაო ბიზნეს ფორუმი" ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “სწავლა, წრთვნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის!“ (ისწავლე დასაქმებისთვის! LEARN) ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.
ბუსსს ანრი მადლობას უხდის ორგანიზატორებს და უსურვებს დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას!