GE|EN

ექსკურსია ყაზბეგში

ა/წ 8 და 9 ივლისს, ბუსსს ანრის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, პროფესიულ სტუდეტთა გამოკითხვის საფუძველზე და პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით სასწავლებლის პროფესიული სტუდენტები ექსკურსიით იმყოფებოდნენ ყაზბეგში.
პროფესიულმა სტუდენტებმა ბუსსს ანრის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს გუდაურის პანორამული გადასახედი, გერგეთის სამება, სტეფანწმინდა და ეწვივნენ დარიალის ხეობას, სადაც მოინახულეს ზემო ლარსი და დარიალის სამონასტრო კომპლექსი.
სასწავლებელს დაგეგმილი აქვს კიდევ არა ერთი საინტერესო ღონისძიება პროფესიული სტუდენტებისათვის.