GE|EN

წიგნისა და უმაღლესი განათლების მეორე საერთაშორისო გამოფენა - “ BATUMI BOOK & EDUCATION FAIR 2024 დასრულდა

დღეს წიგნისა და უმაღლესი განათლების მეორე საერთაშორისო გამოფენა - “ BATUMI BOOK & EDUCATION FAIR 2024 დასრულდა.
გამოფენის ორგანიზატორებმა მონაწილე ორგანიზაციებს გადასცეს სერტიფიკატები და მადლობა გადაუხადეს აქტიური მონაწილეობისათვის.
გამოფენა ბათუმის სპორტის სასახლეში კომპანია ExpoBatumi–ის ორგანიზებით გაიმართა და სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა ერთ სივრცეში წარმოდგენილ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საგამომცემლო კომპანიებს, მაღაზიებს, ქართული კულტურისა და ასევე უცხო ენების ცენტრებს.
ასევე შესაძლებელი იყო გამოფენა-გაყიდვაზე ფასდაკლებებითაც სარგებლობა, დამთვალიერებლებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ.
ბუსსს ანრის სახელით გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ორგანიზატორებს ExpoBatumi და ვუსურვოთ წარმატებები.
სასწავლებლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის გამოფენაში მონაწილე და ჩართულ პროფესიულ სტუდენტებს და პერსონალს. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!