GE|EN

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია 10 წლისაა!

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია 10 წლისაა!
ა/წ 11 ივლისს ქ.თბილისში "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" გაიმართა "საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია" 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებას ესწრებოდა ბუსსს ანრის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩხაიძე.
ვულოცავთ ყველა წევრს ასოციაციის 10 წლის იუბილეს.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია (სკკა) 2013 წელს შეიქმნა. ასოციაციის შექმნის მიზანი იყო პროფესიული განათლების სფეროში კერძო დაწესებულებების ხელშეწყობა და მათი პოპულარიზაციის გაზრდა შიდა რესურსების კოოპერირების, ახალი ცოდნის გენერირების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, სასწავლო პროცესში ახალი მეთოდოლოგიების დანერგვის გზით და ასევე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესების დაცვა და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ასოციაციის მიერ დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა.