GE|EN

პროფესიული უნარები რეგიონის განვითარებისთვის

ა/წ 7 ივლისს ქ.ბათუმში სასტუმრო "შერატონ ბათუმში" პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით, გაიმართა შეხვედრა ბიზნეს სექტორთან, რომელზეც სადისკუსიო საკითხი იყო პროფესიული უნარები რეგიონის განვითარებისთვის.
ღონისძიების მიზანი იყო პროფესიული განათლების მიმართულებით რეგიონში არსებული
ვითარების განხილვა, ბიზნეს სექტორის საჭიროებების მოსმენა კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებით.
ღონისძიებაში მონაწილეობა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ღებულობდნენ.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ღონისძიებაზე დამსწრე მონაწილე ორგანიზაციებისგან მიიღეს ინფორმაცია არსებული სერვისებისა და შესაძლებლობების შესახებ, ასევე ბიზნესის მონაწილეობით მიმდინარე რეფორმის შესახებ, ამავდროულად, მათ მიეცათ შესაძლებლობა დაეყენებინათ წინადადებები და ინიციატივები რეგიონული განვითარების საჭიროებებთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბუსსს ანრის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩხაიძე,სასწავლო პროცესის მენეჯერი მაია დავითიანი და პროფესიულ სტუდენტთა პირადი საქმეების, რეგისტრაციის, მობილობისა და რეესტრის მწარმოებელი მარიამ დიასამიძე.