GE|EN

ტრენინგი “საგრანტო წინადადებების შემუშავება და ფონდების მოძიება”

ა/წ 27 და 28 ივნისს პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით ქ. ბათუმში სსიპ - კოლეჯ "ბლექსიში" ჩატარდა ტრენინგი “საგრანტო წინადადებების შემუშავება და ფონდების მოძიება”.
ტრენინგი მიზნად ისახავდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობას დონორებისგან არსებული ან ახალი პროგრამების დაფინანსების მიზნით.
ტრენინგს უძღვებოდა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი თამარ კობერიძე.
ტრენინგს ესწრებოდნენ ბუსსს ანრის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩხაიძე და სასწავლო პროცესის მენეჯერი მაია დავითიანი.