GE|EN

დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!

დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის დარგის ექსპერტების შერჩევის მიზნით, განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
დარგის ექსპერტთა შერჩევა მოხდება შემდეგ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დასაქმების სფეროებში:
საწყობის ოპერირება;
ტვირთების ექსპედირება;
რკინაბეტონის სამუშაოთა წარმოება;
ახალგაზრდული მუშაკი;
მასაჟის თერაპია;
ესთეტიკა და კანის მოვლა;
სტომატოლოგიის ასისტირება;
დენტალური ჰიგიენა;
სპორტის ინსტრუქტორობა;
ფიზიკური აღზრდა;
მძიმე ტექნიკის ოპერირება;
შედუღება;
სატყეო საქმე;
ფოტოგრაფია;
მულტიმედია რეპორტიორობა;
მოდის ტექნოლოგია და დიზაინი;
ტყავის ნაწარმის ტექნოლოგია;
საავტომობილო გზების მშენებლობა;
გათბობის, ვენტილაციის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურება;
საშენი მასალების ხარისხის კონტროლი;
საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვები;
მეფუტკრეობა;
ლითონის დამუშავება;
სილამაზის მომსახურებები;
საკალატოზე სამუშაოთა წარმოება;
კიბერ ინციდენტებზე რეაგირება;
ადმინისტრაციული სერვისები;
ენერგოეფექტურობის მენეჯმენტი;
განახლებადი ენერგიები;
მხატვრული ქსოვილები.
განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე:
https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/83210...