GE|EN

ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან

ა/წ 23 აპრილს გაიმართა ბუსსს ანრის ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან, შიდა კვლევების შედეგების და სამომავლო კვლევების გაცნობის მიზნით.
ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა და პროფესიულმა სტუდენტებმა ასევე ისაუბრეს მათთვის სასურველი და საინტერესო ტრენინგის ორგანიზებაზე.
ამჟამად მიმდინარეობს პროფესიული სტუდენტების ონლაინ გამოკითხვა თუ რა თემატიკის ტრენინგზე დასწრებას ისურვებდნენ ისინი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის და სასწავლო პროცესის მენეჯერი, რომლებმაც ისაუბრეს სასწავლო პროცესის მსვლელობის, პრეზენტაციების და ჯგუფური ინტერაქტივების შესახებ.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა აპრილ-მაისში დაგეგმილი ღონისძიებები.