GE|EN

ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის გაფორმება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან

ა/წ 5 აპრილს ბუსსს ანრის ბიბლიოთეკის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ვიზიტით ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში.
სასწავლებლებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გაფორმდა ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტი,რომლის თანახმადაც ბუსსს ანრისა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკების აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ აღნიშნული ბიბლიოთეკების საბიბლიოთეკო ფონდებით.
მადლობას ვუხდით ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს გულთბილი მასპინძლობისათვის.