GE|EN

შიდა საფეხბურთო ტურნირი

ა/წ 14 მარტს ბუსსს ანრის პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით და სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართა შიდა საფეხბურთო ტურნირი.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო პროფესიული სტუდენტებით დაკომპლექტებულმა სამმა გუნდმა: “შუქურა”,“ჰორიზონტი” და “ნავიგატორი” .
ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:
I ადგილი - გუნდი “ნავიგატორი”
II ადგილი - გუნდი “შუქურა”
III ადგილი - გუნდი “ჰორიზონტი”.
ჩატარებული ტურნირის საფუძველზე დაკომპლექტდება სასწავლებლის გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს გასვლით ტურნირებზე.