GE|EN

ხანძარსაწინააღმდეგო წვრთნა და თეორიული/პრაქტიკული ინსტრუქტაჟები

ა/წ 6 და 7 მარტს ბუსსს ანრის პერსონალს და პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარდათ გეგმიური ხანძარსაწინააღმდეგო წვრთნა და თეორიული/პრაქტიკული ინსტრუქტაჟები.
სასწავლებლის შენობაში ჩაირთო სასწავლო საევაკუაციო განგაში, რა დროსაც მოხდა შენობის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის ყველა ელემენტის გამართული მუშაობის შემოწმება და შენობაში მყოფმა პირებმა, ყველა წესის დაცვით დატოვეს შენობა საევაკუაციო კიბის მეშვეობით.
წვრთნების ფარგლებში ნაჩვენები იქნა ხანძრის ქრობის პროცესი ფხვნილოვანი და ნახშირორჟანგის ცეცხლმაქრების მეშვეობით.
სწავლება ჩაატარა ხანძარუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა მევლუდ სარხანიძემ.
იხ.ვიდეო