GE|EN

,,HR TEAM” 2024 – წლის სეზონის გახსნის ღონისძიება

ა/წ 20 თებერვალს თბილისში კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის HR hub-ის ორგანიზებით სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers – ში ,,HR TEAM” 2024 – წლის სეზონის გახსნის მასშტაბური ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების წარმდგენი იყო Fitpass, მხარდამჭერები კი – “Inn Hospitality” და Hiro – კომპლექსური HR სერვისების აუთსორსინგული კომპანია.
ღონისძიებაზე იქნა განხილული შემდეგი თემები : "HR გუნდების 2024 წლის მთავარი გამოწვევები"; "ლიდერების ტომი” – როგორია გუნდის დინამიკა თანამედროვე ორგანიზაციაში?"; ,,რატომ იზრდება ინტერესი employer branding-ზე?”; “გუნდის განვითარების დაჩქარებული პროგრამები”; "HR სფეროს ტრანსფორმაცია საჯარო სამსახურში" ; “სივრცე მოსვენებისთვის” – სამუშაო გარემოში თანამშრომლის დასვენების მნიშვნელობა.
ღონისძიებას ესწრებოდა ბუსსს ანრის ადამიანური რესურსების მენეჯერი ნათია დიასამიძე.