GE|EN

"ქალთა ეკონომიკური განვითარების ფორუმი"

ბათუმმა ქალთა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა.
ა/წ 21 ივლისს ქ.ბათუმში "რედისონ ბლუ ბათუმში" გაიმართა "ქალთა ეკონომიკური განვითარების ფორუმი" .
ფორუმს ესწრებოდა ბუსსს ანრის სასწავლო პროცესის მენეჯერი მაია დავითიანი.
ღონისძიება, რომლის მიზანიც ბიზნესში ქალების გაძლიერება და ქალი მეწარმეების წახალისებაა, ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით გაიმართა.
ეკონომიკური ფორუმი მოიცავდა რამდენიმე პანელს, მათ შორის:
ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე;
ინფორმაცია გრანტებისა და სხვა პროექტების შესახებ;
"საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის" გამოწვევებისა და მიღწეულ წარმატებების შესახებ.
ასევე, წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებაც.
მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს “ქალები მომავლისთვის” წევრმა ბიზნესლიდერმა ქალებმა;