GE|EN

ტრენინგი “პირველადი სამედიცინო დახმარება”

ა/წ 6 ივლისს ბუსსს ანრის თანამშრრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი “პირველადი სამედიცინო დახმარება”.
ტრენინგს უძღვებოდა ბუსსს ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის სამედიცინო კურსის ინსტრუქტორი გელა დავითულიანი.
ტრენინგი მოიცავდა:
პირველადი სამედიცინო დახმარების ალგორითმს, არსს და მიზანს;
გულ-ფილტვის რეანიმაციას (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი);
ჭრილობების,დამწვრობებისა და სისხლდენის მკურნალობას.
ტრენინგის მიზანი იყო პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი ელემენტებისა და ქმედებების შესწავლა, რათა მათი შესრულებით ადამიანს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მოსვლამდე.