GE|EN

შეხვედრა საკრუინგო კომპანიასთან!

ბუსსს ანრის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!
ა/წ 15 სექტემბერს 15:00 საათზე საკრუინგო კომპანია Briese Crewing Georgia, LLC-ს წარმომადგენლები გამართავენ გასაუბრებას შორეულ ნაოსნობაში პრაქტიკისა და დასაქმებისთვის კანდიდატთა შესარჩევად.
გასაუბრება გაიმართება ბუსსს ანრის საკონფერენციო დარბაზში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს:
+995 579 69 03 03