GE|EN

შეხვედრა აკრედიტირებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებთან

2022 წლის 10 მარტს, აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის ტერიტორიაზე  არსებულ აკრედიტირებული უმაღლესი და პროფესიული  სასწავლებლების წარმომადგენლებთან გაიმართა საინფორმაციო სახის შეხვედრა.

შეხვედრაზე ცენტრისა და ტექნოპარკის წარმომადგენლებმა მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძებების შესახებ ისაუბრეს და სხვადასხვა ბენეფიტების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების  უფროსი ომარ დიასამიძე.

შეხვედრა ორგანიზირებული იყო ახალგაზრდობის რეგიონილი ცენტრის მიერ.