GE|EN

ბუსსს ანრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გაიარა ტრენინგ-კუესები „სოციალური მედია და მარკეტინგი“.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გაიარა  ტრენინგ-კუესები „სოციალური მედია და მარკეტინგი“.

კურსების მსვლელობისას განიხილებოდა ისეთი თემები როგორიცაა: სოციალური ქსელების მართვა, სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ვებ.გვერდების მართვის ანალიზი,მიზნობრივი რეკლამა, გაყიდვების ზრდა,ბრენდირება, მომხმარებლებთან კომუნიკაცის სხვადასხვა საშუალებები. ასევე განიხილებოდა სოც.მედიის რეკლამის ტიპები, სწორი აუდიტორია,სეგმენტზე მორგებული კომუნიკაცია, პოსტების შექმნა ბრენდირებული დიზაინით.

ტრეინინგი ჩატარადა  2021 წლის 4,5,6,7,8 და 9 ოქტომბერს. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებისათვის ჩატარდა ტესტირება და გადაეცათ სერტიფიკატები.

ტრენინგი მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში და უძღვებოდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის,  კავკასიის უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, კომპანია აქსის თაუერის მარკეტინგ მენეჯერი დიმიტრი აბულაძე.