GE|EN

ღია კარის დღე

ა/წ 29 მარტს ღია კარის დღეების ფარგლებში ბუსსს ანრის ეწვია ბათუმის 28-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ვიზიტის ფარგლებში ისინი გაეცნენ სასწავლებლის საქმიანობას,სტუდენტურ ცხოვრებას,შეხვდნენ პროფესიული განათლების მასწავლებლებს და პროფესიულ სტუდენტებს, რომლებმაც გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, დაათვალიერეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გაეცნენ მისი მუშაობის პრინციპს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.