GE|EN

ტრენინგები : „თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტები“ და

ბუსსს ანრის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მიზანი და პრიორიტეტია პერსონალის განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება, თანამედროვე მოთხოვნებზე შესაბამისობა. სწორედ ამ მიზნით პერსონალს უტარდება სხვადასხვა ტრენინგები.
ამა წლის 5 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით ბუსსს ანრის ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები : „თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტები“ და "თანამედროვე ბიბლიოთეკის როლი და მნიშვნელობა განათლების სისტემაში".
ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი თემები,როგორიცაა: თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტები; სტანდარტების განსაზღვრები,დადებითი და უარყოფითი მხარეები; კლასიფიკაციისა და კატალოგიზაციის სტანდარტი; ერთეულების კლასიფიკაციის სტანდარტი DDC; კლასიფიკაციის სისტემების ტიპები; ბიბლიოთეკის როლი სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის დროს; რესურსებისა და სერვისების მრავალფეროვნება;
ტრენინგი მოიცავდა კითხვა-პასუხსა და პრაქტიკულ დავალებებს.
ტრენინგს უძღვებოდა Innovative Educational Connections-ის პროექტების მენეჯერი, ტრენერი : მაია მეტრეველი.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.