ა/წ 9 და 10 ნოემბერს სასწავლებლის კარი გაიღო ახალი პროფესიული სტუდენტებისთვის. მათ ჩაუტარდათ საორიენტაციო და საინფორმაციო შეხვედრა.
პროფესიული სტუდენტები შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროგრამის ხელმძღვანელებს, პროფესიული განათლების მასწავლებელებს. ასევე გაეცნენ ეთიკის კოდექსს და მისიას,სასწავლებლის ვებ-გვერდსა და ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს,ხელი მოაწერეს პროფესიული სტუდენტის ხელშეკრულებას.
ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურმა ჩაატარა კვლევა "პროფესიულის სტუდენტის მოლოდინი". ამ კვლევის მიზანია სწავლის დასრულების შემდეგ მოხდეს შეფასება თუ რამდენად გამართლდა პროფესიული სტუდენტების მოლოდინები.
უახლოეს დღეებში ჩაინიშნა პროფესიულ სტუდენტებთან საორიენტაციო-საინფორმაციო შეხვედრები,სადაც ისინი გაეცნობიან სასწავლებლის ინფრასტრუქტურას და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.
მადლობას ვუხდით პროფესიულ სტუდენტებს, რომ აირჩიეს ჩვენი სასწავლებელი!
ვუსურვებთ წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს!