ბუსსს ანრის პერსონალის,პროფესიული განათლების მასწავლებლების,ინსტრუქტორების და პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!
ტრადიციულად, ყოველი წლის ბოლოს ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ვავლენთ წლის საუკეთესოებს!
ა/წ 21 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება ბუსსს ანრის 2023 წლის საუკეთესო თანამშრომლის,პროფესიული სტუდენტის,პროფესიული განათლების მასწავლებლისა და მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცრების ცენტრის ინსტრუქტორის ფარული კენჭისყრა.
კენჭისყრაში მონაწილეობას ღებულობს ბუსსს ანრის ყველა თანამშრომელი,პროფესიული სტუდენტი,ინსტრუქტორი და პროფესიული განათლების მასწავლებელი, რომლებსაც დაეგზავნებათ კენჭისყრის ლინკი.
საუკეთესო თანამშრომლის კანდიდატებად განიხილება ყველა საშტატო თანამშრომელი, გარდა დირექტორის და ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისა.
ობიექტური და სამართლიანი არჩევანის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია ყოველი ხმა.
გისურვებთ წარმატებას!
მადლობა თანამშრომლობისთვის!