ა/წ 2 სექტემბერს ბუსსს ანრის სასწავლო-საწვრთნელ გემზე “კაპიტანი ო.ჩახვაძე” პრაქტიკის,კარიერის დაგეგმვისა და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილებამ გამართა შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან პრაქტიკის მსვლელობისა და სხვა საკითხების განსახილველად.
პროფესიული სტუდენტების მოტივაციისათვის, მეზღვაურის პროფესიის შესახებ ცოდნის გაღრმავებისათვის, საინტერესო საკითხების განსახილველად პროფესიული სტუდენტები ასევე შეხვდნენ ბუსსს ანრის კურსდამთავრებულს,მესამე თანაშემწე ილია ქათამაძეს.
შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.