დღეს, 24 ივნისს საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირმა, ბუსსს ანრის ადმინისტრაციამ და პროფესიულმა სტუდენტებმა პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, ყინულმჭრელ „ალექსანდრე სიბირიაკოვის“ პირველი ხელმძღვანელის - ანატოლი კაჭარავას საფლავს.მათ გვირგვინით შეამკეს მემორიალი და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ანატოლი კაჭარავას ის ღვაწლი, რომელიც მიუძღვის მას საქართველოსადმი. ანატოლი კაჭარავას სახელს უკავშირდება ქართული სანაოსნოს დაარსება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი,საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის თავმჯდომარე ანატოლი ჩიჯავაძე,საზღვაო სფეროს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.
ცერემონიის შემდეგ ღონისძიება ბუსსს ანრის სასწავლო გემ "კაპიტან ო. ჩახვაძის“ ზღვაში გასვლით და საყვირების ფონზე ზღვაში გვირგვინის ჩაშვებით დასრულდა, რითიც ზღვაში სამსახურის დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს პატივი მიაგეს.