GE|EN

ონლაინ შეხვედრა/ტრენინგი შრომის ბაზრის კვლევისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიზანშეწონილობის დასაბუთებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 25 აპრილს 14:00 საათზე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა/ტრენინგი შრომის ბაზრის კვლევისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიზანშეწონილობის დასაბუთებასთან დაკავშირებით.
შეხვედრას/ტრენინგს უძღვებოდა გიორგი გამყრელიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბუსსს ანრის ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი რუსუდან დიასამიძე,სასწავლო პროცესის მენეჯერი მაია დავითიანი და პროფესიულ სტუდენტთა პირადი საქმეების, რეგისტრაციის, მობილობისა და რეესტრის მწარმოებელი ლონდა მიქელაძე.