ღია კარის დღეები გრძელდება!
ა/წ 2 მარტს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობამ და სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს დაბა ქედის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
პროფესიულმა სტუდენტებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია ბუსსს ანრის შესახებ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ღია კარის დღეს ორგანიზება გაუწია პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილებამ.
ღია კარის დღეები გაგრძელდება არა მხოლოდ გასვლითი პრეზენტაციებით, არამედ ბუსსს ანრიში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მოწვევით და ბაზის დათვალიერებით.