ა/წ 29 დეკემბერს, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის პერსონალს და პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარდათ გეგმიური ხანძარსაწინააღმდეგო წვრთნა და ინსტრუქტაჟები.
სასწავლებლის შენობაში ჩაირთო სასწავლო საევაკუაციო განგაში, რა დროსაც მოხდა შენობის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის ყველა ელემენტის გამართული მუშაობის შემოწმება და შენობაში მყოფმა პირებმა, ყველა წესის დაცვით დატოვეს შენობა საევაკუაციო კიბის მეშვეობით.