დღეს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის ოდესის სახელმწიფო ეკოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. შეხვედრა გაიმართა ოდესის სახემწიფო ეკოლოგიური უნივერსიტეტის რექტორთან სერგეი სტეპანენკოსთან. სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, დაისახა სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი და ოდესის სახემწიფო ეკოლოგიური უნივერსიტეტს შორის. ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზანდ ისახავს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, სტუდენტების მობილობასა და ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას.