შეხვედრები სასწავლებლის პერსონალთან

ბუსსს ანრის ადმინისტრაციამ გამართა შეხვედრები სასწავლებლის პერსონალთან, მათ შორის საშტატო თანამშრომლებთან, პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და ინსტრუქტორებთან, შეხვედრებზე ასევე მოწვეული იყო პროფესიული სტუდენტების თვითმმართველობის წარმომადგენლები.
შეხვედრების მიზანი იყო ბუსსს ანრის 2025 წლის ხარისხის ანალიზის გაცნობა, ახალი 2026 წლის დაგეგმარება, მიზნების განსაზღვრა.