პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის არჩევნები
ა/წ 19 დეკემბერს ბუსსს ანრიში ჩატარდა პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის არჩევნები, რის შედეგადაც არჩეულია 10 კანდიდატი.
არჩევნები გაიმართა ფარული კენჭისყრის პრინციპით, მშვიდ და მიუკერძოებელ გარემოში - დარღვევების გარეშე.
ვულოცავთ არჩეულ წევრებს და ვუსურვებთ წარმატებულ, აქტიურ და ნაყოფიერ საქმიანობას.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საარჩევნო კომისიას და ყველა პროფესიულ სტუდენტს ჩართულობისა და მაღალი აქტივობისთვის.