ღია კარის დღე ბუსსს ანრიში!
ბუსსს ანრიმ პროფორინეტაციის მიზნით, დღეს უმასპინძლა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პერსონალს.
ღია კარის დღის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სიმულატორების სივრცეებში უფრო ახლოს გაეცნენ მეზღავურის პროფესიის მნიშვნელობას.კითხვა-პასუხის რეჟიმში გაესაუბრნენ სასწავლებლის პროფესიულ სტუდენტებს, პროფესიული განათლების მასწავლებლებს და დარგის სპეციალისტებს.
დღე დაგვირგვინდა სასწავლებლის კუთვნილი სასწავლო-საწვრთნელი გემის დათვალიერებით და ზღვაში გასეირნებით.
მადლობას ვუხდით სოფელ ახოს №1 საჯარო სკოლის დირექციას ინტერესისა და მობრძანებისთვის.
დაე, დაგვბედებოდეს ასეთი კარგი დღეები სტუმარ-მასპინძლებს!