ა/წ 25 დეკემბერს გაიმართა ბუსსს ანრის პროფესიული სტუდენტების შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ და ფსიქოლოგ რუსუდან კეჭაყმაძესთან.
შეხვედრაზე იქნა განხილული ისეთი თემები როგორიცაა:
	- სხვადასხვა სტრეს-ფაქტორებთან გამკლავება და ემოციების მართვა;
 
	- სუსტი და ძლიერი მხარეების გაცნობა და თვითგამორკვევა;
 
	- თავდაჯერებულობის გაჯანსაღება;
 
	- გამოწვევებთან გამკლავება და პირადი ეფექტიანობის გაზრდა;
 
	- ურთიერთობების პრობლემები;
 
პროფესიულ სტუდენტებს ასევე ჩაუტარდათ ტესტირება სტრესის დონის შეფასების მიზნით.
შეხვედრა გაიმართა პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით.