- ბათუმის უმაღლერსი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (შემდგომში ანრი)  აცხადებს ღია კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
 
	- პროფესორი  4 ერთეული;
 
	- ასოცირებული პროფესორი 5 ერთეული;
 
	- ასისტენტ-პროფესორი 6 ერთეული;
 
საზღვაო ნავიგაციის მიმართულება: 2 პროფესორი, 3 ასოცირებული    პროფესორი,  3 ასისტენტ-პროფესორი;  გემთმექანიკური მიმართულება: 1პროფესორი, 1 ასოცირებული    პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი; ზოგადსაგანმანათლებლო და ზოგადტექნიკური დისციპლინების მიმართულება:  1პროფესორი, 1 ასოცირებული    პროფესორი, 1  ასისტენტ-პროფესორი;  სულ 15 აკადემიური თანამდებობა
	- კონკურსი ტარდება საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის ქვემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებზე შემდეგ სასწავლო დისციპლინებში:
 
ა) საზღვაო ნავიგაციის მიმართულება:
	- გემის მართვა და მანევრირება  1.2;
 
	- გემის მართვა განსაკუთრებულ სიტუაციებში;
 
	- გემთწამყვანობის ტექნიკური საშუალებები;
 
	- საზღვაო და სანაპირო ნავიგაცია;
 
	- საზღვაო ნავიგაცია განსაკუთრებულ პირობებში;
 
	- უსაფრთხო ნავიგაცია და ვახტის გაწევის წესები;
 
	- უსაფრთხო ნავიგაცია, რადიოლოკარტორების და ECDS -ის გამოყენება;
 
	- კონვენციური საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
 
	- გემის სატვირთო ოპერაციები და ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის ტექნოლოგია;
 
	- რესურსების მართვა ხიდურზე;
 
	- მეტეოროლოგია, პროგნოზირება და ოკეანოგრაფია;
 
	- ვიზუალური და რადიოსაკომუნიკაციო სიგნალები (GMDSS);
 
	- საერთაშორისო საზღვაო კონვენციები და საზღვაო სამართალი;
 
	- ზღვის გარემოს ეკოლოგიის დაცვა და პრევენცია;
 
	- საზღვაო ლოცია;
 
	- ფლოტის კომერციული ექსპლუატაცია;
 
	- საზღვაო ინგლისური ენა;
 
	- საზღვაო ინგლისური ენა  SN1.1, SN1.2,  SN2, SN3.1, SN3.2;
 
     ბ) გემთმექანიკური დეპარტამენტი:
	- გემის არქიტექტურა და სანაოსნო მახასიათებლები;
 
	- გემის საერთო სისტემები, ტვირთამწე მოწყობილობები და საგემბანე მექანიზმი;
 
	- გემის მექანიკური დანადგარების მუშაობა, გაუმართაობის გამოვლენა და ლიკვიდაცია, უსაფრხოების უზრუნველყოფა;
 
	- გემის მდგრადობა და კონსტრუქცია;
 
	- ავტომატიკის საფუძვლები და გემის ავტომატიზირებული მართვის სისტემები;
 
	- გემის სამაცივრო დანადგარები, კონდენცირების სისტემები და მათი ექსპლუატაცია;
 
	- გემის შიგაწვის ძრავების  მომსახურება და ექსპლუატაცია;
 
	- კონვენციური საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
 
	- გემის ტექნიკური მომსახურება და შეკეთება, უსაფრთხოების ზომები;
 
	- გემის შიგაწვის ძრავების კონსტრუქციები და მათი მუშაობის პრინციპები;
 
	- თერმოდინამიკური პროცესები და ციკლები  ძალურ დანადგარებში;
 
	- სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა;
 
	- საზღვაო ინგლისური ენა ME1.1, 1.2 , ME2, ME3.1, 3.2
 
  გ)  ზოგადსაგანმანათლებლო და ზოგადტექნიკური დისციპლინების მიმართულება:
	- გამოყენებითი ქიმია და მასალათმცოდნეობის საფუძვლები;
 
	- პროფესიული ფსიქოლოგია და კომუნიკაციები ჩაკეტილ სივრცეში;
 
 
	- კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალი აირჩევა 4 წლის ვადით:
 
 
	- განცხადებების  მიღება იწარმოებს საპროცედურო კომისიის მიერ, 2018 წლი 26 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით, ყოველ დღე (დასვენებისა და უქმე დღეების       გარდა), 10:00-დან 16:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე), საპროცედურო კომისიაში;
 
	- დარეგისტრირებული განცხადებების განხილვა საკონკურსო კომისიის მიერ მოხდება        2018  წლის 15 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით;
 
	- კენჭისყრა ჩატარდება  2018 წლის 22მარტს;
 
	- საჩივრების მიღების და განხილვის  ვადა განისაზღვროს 2018 წლის 23 მარტიდან  26 მარტის ჩათვლით;
 
	-  კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2018 წლის30 მარტისა „ანრის“ საინფორმაციო დაფასა და ვებგვერდზე: www.anri.edu.ge ;
 
	- კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 2018 წლის2 აპრილისა;
 
	- კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის გაცემა (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სწავლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის საგნების/მონათესავე საგანთა ჯგუფის მიხედვით და სხვ.) მოხდება საპროცედურო კომისიის მიერ: Email: info@anri.edu.ge
 
 
 
კონკურსში მონაწილეობის მსულველი კონკურსში მონაწილეობისთვს
ვალდებულია კომისიაში პირადად წარმოადგინოს სათანადო ფორმით შედგენილი განცხადება,  რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
	- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ქსეროასლი);
 
	- სათანადო ფორმით შედგენილი ანკეტა, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი,  მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ (დედანი  და ასლი)
 
	- სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი  (დედანი  და ასლი);
 
	- სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ;
 
	- სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 
	- იმ საკონკურსო საგნების ნუსხა, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია  სალექციო და/ან სხვა სახის კურსის გაძღოლა;
 
	- პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად სწავლების სტრუქტურის მოკლე აღწერა (სილაბუსი)
 
	- პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
 
	- 2 ფოტოსურათი 3X4;
 
	- წარმოადგინოს სამედიცინო შემოწმების ცნობა (ფორმა100)
 
 
 
პროფესიული ნიშნით კონკურში მონაწილე პირებმა უნდა წარმოადგინონ:
	- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ქსეროასლი);
 
	- მასზე გაცემული კომპეტენციის სერტფიკატისთვის გავლილი საწვრთნელი კურსების დამადასდტურებელი სერტიფიკატი (დედანი და ქსეროასლი);
 
	- სათანადო ფორმით შედგენილი ანკეტა, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი,  მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ (დედანი  და ქსეროასლი)
 
	- მინიმუმ ორი დახასიათება დამსაქმებელი გემთმფლობელისაგან ან გემის მენეჯმენტისაგან;
 
	- მეზღვაურის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი (დედანი  და ქსეროასლი)
 
	- იმ საკონკურსო საგნების ნუსხა, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია  სალექციო და/ან სხვა სახის კურსის გაძღოლა;
 
	- პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად სწავლების სტრუქტურის მოკლე აღწერა (სილაბუსი)
 
	- პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
 
	- 2 ფოტოსურათი 3X4;
 
	- წარმოადგინოს სამედიცინო შემოწმების ცნობა (ფორმა100)
 
 
 
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილ იქნეს ერთზე მეტი განცხადება ერთ საკონკურსო აკადემიურ თანამდებობაზე
 
რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებია:
	- საკონკურსო განაცხადის დადგენილი წესით განსაზღვრული პირობების დარღვევით შეტანა;
 
	- თუ საკონკურსო განცხადება/დოკუმენტაცია ხარვეზის შემთხვევაში არ იქნება გამოსწორებული დადგენილ ვადაში;
 
	- განცხადება საკონკურსო განაცხადის თანდართული დოკუმენტების არასრულად წარმოდგენა;