გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა სსიპ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლასა და სსიპ სოფელ ახოს №1 საჯარო სკოლაში
პროფორიენტაციის ფარგლებში სკოლებში გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად, ბუსსს ანრის პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სსიპ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლასა და სსიპ სოფელ ახოს №1 საჯარო სკოლაში.
მოსწავლეები გაეცნენ ბუსსს ანრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლო გარემოსა და კარიერულ შესაძლებლობებს.
ყურადღება გამახვილდა ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარე რეგისტრაციაზე (რომელიც გაგრძელდება 11 მაისის ჩათვლით) — აბიტურიენტებს შეუძლიათ საბაკალავრო პროგრამებთან ერთად პროფესიული მიმართულებების არჩევა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრები კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
გასვლითი შეხვედრები ორგანიზებული იყო პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების მიერ.
საინფორმაციო შეხვედრები გაგრძელდება როგორც სხვადასხვა სკოლაში ვიზიტებით, ასევე ბუსსს ანრიში სხვადასხვა სკოლების მოსწავლეების მოწვევით.