ინტელექტ მარათონში მონაწილე პროფესიული სტუდენტების წამახალისებელი ღონისძიება
ა/წ 10 ივლისს ბუსსს ანრიში გაიმართა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის მიერ ორგანიზებულ საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებს შორის გამართულ ინტელექტ მარათონში მონაწილე პროფესიული სტუდენტების წამახალისებელი ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში სასწავლებლის დირექტორის განკარგულების საფუძველზე, ინტელექტმარათონში მონაწილე პროფესიული სტუდენტები დაჯილდოვდნენ სიგელებით მათი აქტიური ჩართულობისათვის.
მადლობას ვუხდით ჩვენს პროფესიულ სტუდენტებს ინტელექტმარათონში მონაწილეობისათვის და სასწავლებლის ღირსეულად წარმოჩენისათვის.
ვუსურვებთ მათ მომავალ საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაში წარმატებებს!