საერთაშორისო კონფერენცია „დიალოგის სივრცე – ინკლუზიურობა და ხელმისაწვდომობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში“
ა/წ 3 ივლისს,National Erasmus+ Office in Georgia-ს ორგანიზებით, Google Meet პლატფორმის საშუალებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „დიალოგის სივრცე – ინკლუზიურობა და ხელმისაწვდომობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში“.
კონფერენციას დაესწრო ბუსსს ანრის პიარ მენეჯერი ანა მუშამბაძე.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობის საკითხები, პროგრამის ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობები, ასევე ევროკავშირის ქვეყნების Erasmus+-ის ეროვნული სააგენტოების გამოცდილება, მოლოდინები და მიდგომები პროექტების შერჩევის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების Erasmus+-ის ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლები, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ორგანიზაციები და Erasmus+ პროგრამით დაინტერესებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები.