ბუსსს ანრი EfVET-ის წევრია!

ბუსსს ანრის კიდევ ერთი მიღწევა!
ბუსსს ანრი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით — ჩვენ გავხდით EfVET – European Forum of Technical and Vocational Education and Training-ის სრული წევრი.
EfVET არის ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ქსელი პროფესიული განათლების სფეროში, რომელიც აერთიანებს კოლეჯებს, სასწავლო ცენტრებსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს მთელი ევროპიდან.
ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს:
პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე; ?საერთაშორისო პარტნიორობებისა და Erasmus+ პროექტების განვითარებაზე;
ინოვაციებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე VET სისტემაში.
EfVET-ის წევრობა გვაძლევს შესაძლებლობას:
ვიყოთ ჩართული ევროპულ საგანმანათლებლო ქსელებში;
გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა;
შევქმნათ ახალი პარტნიორობები და პროექტები;
გავუზიაროთ გამოცდილება და მივიღოთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკა სასწავლებლისთვის.
ინტერნაციონალიზაცია სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც რეალურ შესაძლებლობებს ქმნის პროფესიული სტუდენტებისა და პერსონალისთვის.