ტრენინგი : "ეფექტიანი მომსახურება და სწორი კომუნიკაცია"
ეფექტიანი კომუნიკაციისა და მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნის შეძენისა და შესაბამისი უნარების განვითარების მიზნით ბუსსს ანრის პერსონალს მიმდინარე წლის 22-23 ივლისს სასწავლებლის საკონფერენციო დარბაზში ჩაუტარდა ტრენინგი : "ეფექტიანი მომსახურება და სწორი კომუნიკაცია".
ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი თემები,როგორიცაა:
- ეფექტიანი მომსახურების ძირითადი პრინციპები და სტანდარტები;
- ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელი;
- ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია;
- საუბრის მართვის ტექნიკები;
- დროის მენეჯმენტი;
ტრენინგი მოიცავდა აქტივობებს,ჯგუფურ სამუშაოებსა და პრაქტიკულ დავალებებს.
ტრენინგი ჩაატარა სერტიფიცირებულმა ტრენერმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა სოფიო მამესწარაშვილმა.







