GE|EN

ბიბლიოთეკის ელ. პლატფორმები

 

ელექტრონული კატალოგი „OpenBiblio”. Openbiblio არის ელექტრონული საბიბლიოთეკო კატალოგის შესაქმნელი მოსახერხებელი პროგრამა. იგი წარმოადგენს „ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემას“ (Integrated Library System) იმ გაგებით, რომ მისი საშუალებით ხდება მთელი საბიბლიოთეკო პროცესის ავტომატიზაცია. მასში შესაძლებელია 60000-მდე ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის გაკეთება და მართვა, რაც სავსებით საკმარისია უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებისათვის. მისი დანერგვით მოხდება წიგნადი თუ სხვა სახის ფონდების სწრაფი კატალოგიზაცია, აბონემენტის მოდული გაუადვილებს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ლიტერატურის მოძებნა-გაცემის პროცესებს. რაც თავის მხრივ დადებითად აისახება საბიბლიოთეკო სერვისის მოწესრიგებასა და პროდუქტიულობაზე.

   

ელექტრონული კატალოგი EBSCO.  წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო მონაცემების უდიდეს კოლექციას,მოიცავს 131000 სამეცნიერო გამოცემას,4600 ჟურნალს სტატიების სრული ვერსიებით,8500 ჟურნალს ინდექსირებული სტატიებითა და აბსტრაქტებით,საზღვაო ჟურნალებს და გამოცემებს. EBSCO დაარსდა 1984 წელს Elton Bryson Stephens-ის მიერ. EBSCO-ს გამოყენება შეიძლება როგორც სასწავლებლის ვებ-გვერდიდან,ასევე სასწავლებლის გარედან. ბიბლიოთეკა აღჭურვილია პერსონალური კომპიუტერებით, აგრეთვე დოკუმენტაციის ამოსაბეჭდი და გასამრავლებელი ტექნიკით.

 

 

ელექტრონული კატალოგი EVEGREEN - ის სისტემა, LSM ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის სერვისის მიწოდება, რომელიც მკითხველისათვის მოსახერხებელი და კომფორტულია და სასწავლებლის შიდა მონაცემების გარდა, შეიცავს გარე ელექტრონულ რესურსებს, კერძოდ MARR ჩაწერის გარეთა მხარე, რომელსაც უყურებს მომხმარებელი, ნებისმიერ მკითხველს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ მოიძიოს მისთვის საინტერესო წიგნი ბიბლიოთეკის ინტეგრირებულ კატალოგში. აგრეთვე ხდება ბიბლოგრაფიული ჩანაწერების მონაცემთა ბაზაში შეტანა, მონაცემების გადმოწერის ფუნქციის არსებობა, ჩანაწერების გაცვლა .

 

2024 წლის ინვრიდან სასწავლებლის ბიბლიოთეკას აქვს წვდომა IMO Bookshelf-თან და IMO Virtual Publication-თან,სადაც ხელმისაწვდომია ელექტრონული მოდელ კურსები,რომლებიც გამოიწერა ბიბლიოთეკამ IMO-ს დისტრიბუტორისგან თურქეთში.