GE|EN

“ Batumi Books & Higher Education 2023” დასრულდა

დღეს წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა - “ Batumi Books & Higher Education 2023” დასრულდა.
გამოფენის ორგანიზატორებმა მონაწილე ორგანიზაციებს გადასცეს სერტიფიკატები და მადლობა გადაუხადეს აქტიური მონაწილეობისათვის.
გამოფენა ბათუმის სპორტის სასახლეში კომპანია Expo Batumi–ის ორგანიზებით გაიმართა და სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა ერთ სივრცეში წარმოდგენილ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საგამომცემლო კომპანიებს, მაღაზიებს, ქართული კულტურისა და ასევე უცხო ენების ცენტრებს.
ასევე შესაძლებელი იყო გამოფენა-გაყიდვაზე ფასდაკლებებითაც სარგებლობა, დამთვალიერებლებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ.
ბუსსს ანრის სახელით გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ორგანიზატორებს ExpoBatumi და ვუსურვოთ წარმატებები.
სასწავლებლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის გამოფენაში მონაწილე და ჩართულ პროფესიულ სტუდენტებს და პერსონალს. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!