GE|EN

პირველი საერთაშორისო კოსმოსური კონვენცია

ამა წლის 9-10-11 სექტმბერს თბილისში, ექსპოჯორჯიას ტერიტორაიზე, ჩატარდება პირველი საერთაშორისო კოსმოსური კონვენცია. ქალაქს ესტუმრებიან მსოფლიო კოსმოსური ინდუსტრიის გამოჩენილი მოღვაწეები და მკვლევარები, მათ შორის NASA-დან და ევროპული კოსმოსური სააგენტოდან. დამსწრეებს მიეცემათ საშუალება მოისმინონ მათი შემეცნებითი ლექციები და დისკუსიები, ეწვიონ თავიანთი რჩეული კოსმოსური ორგანიზაციის ჯიხურს და თვალი ადევნონ საქართველოს მარსმავლების შეჯიბრს.

ღონისძიებაზე დასწრების რეგისტრაცია უკვე დაიწყო. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ რეგისტრაცია და დაესწრონ ღონისძიებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ღონისძიების ვებ-გვერდის ბმულს:

https://www.altairenterprises.com/isc2022