GE|EN

სამუშაო შეხვედრა მეზღვაურთა განათლების სისტემაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსთან

12 ნოემბერს, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის მეზღვაურთა განათლების სისტემაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ბატონმა მამუკა თავართქილაძემ გამართა სამუშაო შეხვედრა ინსტრუქტორებთან.

შეხვედრეზა განხილულ იქნა დოკუმენტმართვის სისტემის ელექტრონულ მოდულში შეყვანილი „პირადი გადარჩენის მეთოდები“, „ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა“ , „პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა“ , „ხანძართან ბრძოლის გაფართოებული წვრთნა“ საწვრთნელი კურსების  საგამოცდო საკითხები.